ინგლისს მიზანი არ უვარგა

AutoSharing Option

საოცარი რამ მოიგონა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა. მან თქვა ჩემს ბიჭებს მიზანი უნდა გავუსწოროო და... ცოლჩესტერ გერისონის სამხედრო ბაზაზე წაიყვანა. ამ ბაზაზე მეთექვსმეტე საზენიტო ბრიგადა წვრთნას ასრულებდა და ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებოდა. პორტუგალიაში 1:0 გამარჯვების შემდეგ პირსის ბიჭებს ინგლისელი სამხედროებისთვის გზის დალოცვაც გამოუვიდათ და იარაღის სროლაში ანუ პირსის სიტყვებით რომ ვთქვათ მიზნის გასწორებაში ვარჯიშიც.

 პირსმა, რომლის მეტსახელი ფეხბურთელობის დროიდან მოყოლებული სტილის დარღვევისთვის ბოდიში მოგვითხოვია და "ფსიხია" თქვა:

"ძალიან სასიამოვნო დღე გავატარეთ. ჩვენ სამხედროებს სულ ორიოდ საათით ვეწვიეთ, მათ

კი ათასგვარი რამ გვაჩვენეს. ვფიქრობ, მათ ძალიან გაუხარდათ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მხარდაჭერა რომ იგრძნეს. ბაზაზე დიდებული საწვრთნელი აპარატურა აქვთ და ჩვენს ბიჭებს მოდელირებულ დანადგარებზე ავტომატებისა და პისტოლების სროლა ასწავლეს".
...და იცით, მიზანში სროლამ რა შედეგები მოიტანა? აღმოჩნდა, რომ ინგლისელ ახალგაზრდათა 39 კაციან დელეგაციაში დამიზნება მხოლოდ... მთავარ მწვრთნელს, გუნდის კოორდინატორსა და ერთადეთ ფეხბურთელს ეხერხება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოოოო, მერე ალბათ ჩეჩნეთში წაიყვანს ბიჭებს ზბორებზე, მერე ავღანეთში გაატარებს ფიზ-მომზადებას და წინა სამატჩოთ თუ ჩერნობილშიც შეიარეს შეიძლება სამი ან ოთხი ფეხით დაბრუნდნენ ფეხბურთელები და თქვენ შედეგი მერე ნახეთ, პატკატს რო გააკეთებს კაცი ოთხი ფეხით , ან პენალს რო დაარტყავს და მდი გაიგე რომელი ფეხით ურტყამს:):):)
fabio capelo
11:22 08-09-2010
0

სიახლეები პოპულარული