ის კი არა, "მირორის" ცნობით სტადიონზე უსაფრთხოებას დამატებით გააძლიერებენ, თუმცა ამ ნათქვამს განმარტება სჭირდება: როგორც ცნობილი გახდა "გუდისონ პარკის" სტიუარდებსა და პოლიციელებს საგანგებო ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ და
ლივერპულის პოლიციის პრესმდივანმა განაცხადა: "ჯერჯერობით, ეს ჩვეულებრივი A კატეგორიის შეხვედრაა, რომლის უსაფრთხოების დასაცავადჩვენ განვალაგებთ პოლიციელთა წესით დაგდენილ რაოდენობას. დამატებით ძალებს საქმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავრთავთ თუ რომელიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ რაიმე სახიფათო მოქმედებას შევამჩნევთ".
საინტერესო კი ის არის, რომ "ევერტონის" ფანთა მუდმივი მუქარის მიუხედავად რუნი გულის სიღრმეში მაინც თავისი ბავშვობის საყვარელი გუნდის ერთგული რჩება. ერთი ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
"ევერტონელებს ყოველთვის დიდ წარმატებას ვუსურვებ. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მინდა ეს გუნდი ყოველ სეზონში მეორე ადგილზე გადიოდეს... ჩვენს შემდეგ, რასაკვირველია. აქაური ფანები ყოველთვის მისტვენენ, მაგრამ ამაში ბოროტი განზრახვა არ არის. ყოველი ლანძღვა, რომელიც ტრიბუნიდან მესმის უფრო მეტი ბრძოლისთვის გამმაწყობს და უკეთ ვთამაშობ ხოლმე. მთავარი კი ჩემთვის, რასაკვირველია შედეგია".