ბალოტელი საოპერაციოა

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი იტალიაში გაემგზავრა. სამშობლოში "მანჩესტერ სიტის" ახალწვეულს მარჯვენა ფეხის მენისკზე ოპერაცია ელის.

20 წლის ფორვარდმა ტრავმა "სიტიში" თავის სადებიუტო მატჩშივე მიიღო – ევროპის ლიგაში რუმინულ "ტიმიშოარასთან" შეხვედრაში.

"იმედი გვქონდა, რომ ბალოტელის მუხლის მოშუშება მხოლოდ დროის ამბავი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვცდებოდით. მარიოს ტკივილმა არ გაუარა და როცა წვრთნა განაახლა, ნათელი გახდა, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე არაფერი გამოვიდოდა", - თქვა "სიტის" ექიმმა.

მედიკოსთა ვარაუდით, 20 წლის ფორვარდის პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ექვს კვირას გასტანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული