ეშლისა და ფლორანისგან დაჩაგრული

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მარცხენაფლანგელ იური ჟირკოვს მოედნის მთელი ფრთის გაკონტროლება შეუძლია, მაგრამ "ჩელსიში" ამ ფეხბურთელს ასეთ გასაქანს არ აძლევენ – მარცხენა ფლანგის დაცვა ხომ ეშლი კოულს აბარია, ხოლო შემტევი ფუნქციები საოცარ ფორმაში შესულ ფლორან მალუდას ეკისრება. სწორედ ამ სიტუაციას მიეძღვნა შკყ შპორტს-ზე გამოქვეყნებული სტატია.

27 წლის რუსი "სტემფორდ ბრიჯზე" მოსკოვის ცსკა-დან ერთი წლის წინათ გადაბარგდა, თანაც "ჩელსიმ" მასში 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, მაგრამ ჟირკოვს რამდენიმე ტრავმის გადატანა მოუხდა, ასეთ პირობებში კი კოულსა და მალუდასთვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ჟირკოვს სამშობლოდან
"სპარტაკი" და "ზენიტი" უხმობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ რეზერვისტის სტატუსის მიუხედავად, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ეცდება, რათა თავი ლონდონში გამოიჩინოს.

"ახლა გუნდი საუცხოო ფორმაშია და მალუდას თუ კოულის ჯობნა პრობლემატურია. კონკურენცია ასეთი რამაა: როცა სათადარიგოთა სკამზე გსვამენ, იქ დიდი ხნით დარჩენა გემუქრება. ჩემს შანსს ველი, სხვა რა გზაა, - ამბობს იური ჟირკოვი, - თამაში მომენატრა, მაგრამ ამ სიტუაციაშუ უბრალოდ ვშრომობ და შანსს მოთმინებით ველი. იმედია, უახლოეს ხანს მომიწევს მინდორზე გასვლა. "ჩელსის" დაძაბული კალენდარი აქვს, მატჩები სამდღიანი ინტერვალითაა, ასე რომ სათამაშო დრო მომეცემა. ცხადია, რაც მეტი, მით უკეთესი. ზამთარში კი უკვე ნათელი გახდება, შანსი მომეცა თუ არა, და თუ მომეცა, როგორ გამოვიყენე ეს შანსი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული