კერიკის აქილევსის მყესი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენი ნახევარმცველი მაიკლ კერიკი აქილევსის მყესის დაზიანების გამო სამ კვირას უფეხბურთოდ გაატარებს.

"მაიკლ კერიკს ძველი ტრავმის მცირე რეციდივი აქვს. აქილევსის მყესის დაზიანების გამო მას სამი კვირის, ან, ყველაზე მეტი, ერთი თვის გაცდენა მოუწევს. ეს ტრავმა მას რამდენიმე კვირის განმავლობაში აწუხებდა და ფეხბურთელი ლონდონში შესაბამის სპეციალისტთან მივავლინეთ. იქ მაიკლს საჭირო პრეპარატის ინექცია გაუკეთეს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა მანკუნიანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული