"ჩემი გუნდის წევრები თავთავიანთი ქვეყნების ნაკრებებში რეგულარულად თამაშობენ და სხვა რა გზაა – ამას უნდა შევეგუოთ. გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ჩვენს ფეხბურთელებს მცირე ქვეყნების არცთუ ხარისხიან მოედნებზე უწევთ თამაში და ნაკრებებში საწვრთნელი სისტემაც ჩვენსას არ ჰგავს. ხომ გახსოვთ, რომ ისინი სანაკრებო მატჩებზე "ბლექბერნთან" ურთულესი შეხვედრის შემდეგ გაემგზავრნენ? ჰოდა, რა გასაკვირია, რომ
ზოგადად, ამ ტრავმების ახსნა რთულია, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვება დიდი კლუბების ცხოვრების ნაწილია.
თეო უოლკოტის ტრავმა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. გადავრჩით - თეოს ნაოპერაციები მყესები არ დაუშავებია. თუმცა ბიჭი ტრავმირებულია და გუნდს ვეღარ ეხმარება. სტატისტიკის თვალსაზრისით, როცა ნაკრებებიდან ყველა საღსალამათი ბრუნდება, ეს პატარა სასწაულია.
თეოსთვის ეს ტრავმა უფრო დიდი დარტყმა, ვიდრე კლუბისთვის. არავინ იცის, როგორ აისახება ეს ინციდენტი მოთამაშის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი იყო და ითამაშო. ტრავმა პროგრესს ყოველთვის აფერხებს, უფრო მეტიც – ეს უკუსვლაა, რადგან ასეთ სიტუაციაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა გაკლდება და ფორმას კარგავ. დასვენება სასარგებლოა, მაგრამ იძულებითი უქმობა სულ სხვაა.
რობინ ვან პერსისთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაციაა. გავიხენოთ გასული სეზონი – ვან პერსიმ მისი უდიდესი ნაწილი გააცდინა და ტრავმა ახალი სეზონის პირველივე მატჩში მიიღო. რა გაეწყობა, ამასთანაც მოგვიწევს შეგუება..." – სინანულით თქვა "არსენალის" ფრანგმა დამრიგებელმა.