"ბოლო ერთი კვირა ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის მეტისმეტად მძიმე გამოდგა. მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ნებისმიერი ოჯახი უძლური აღმოჩნდებოდა თავისი პრობლემების მოგვარებაში – პრესის მხრიდან ასეთი მომაბეზრებელი ყურადღების პირობებში მცდარი ინფორმაციისა და გამოგონილი ისტორიების ნაკადთან ბრძოლა შეუძლებელი გახდა.
ამასთან დაკავშირებით, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს ამ მომენტიდან ჩვენი ოჯახის პირადი ცხოვრების უფლებისა და მსგავსი საკითხების უცხო პირების ჩარევის გარეშე მოგვარების ნების პატივისცემას ვთხოვთ".
Daily Record-ის ცნობით, მეუღლეები ერთმანეთს ჯერჯერობით არ ეკონტაქტებიან,
რუნის სიტუაციით აღშფოთებულმა ალექს ფერგიუსონმა უეინი დაიბარა და მასთან პირისპირ ისაუბრა. კლუბთან დაახლოებული პირების მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელი პირადი ცხოვრების მოწესრიგებისთვის რუნის ხანმოკლე შვებულებას მისცემს.