პლეტიკოსა კონკურენციისთვის მზადაა

AutoSharing Option
ხორვატმა მეკარემ სტიპე პლეტიკოსამ ინტერნეტგამოცემა goal.com-ს უამბო, თუ როგორ მიდის მისი ადაპტაციის პროცესი "ტოტენემ ჰოთსპურში", სადაც მოსკოვის "სპარტაკიდან" ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

"კარგია, რომ გუნდში კიდევ სამი ხორვატია: ლუკა მოდრიჩი, ვედრან ჩორლუკა და ნიკო კრანჩარი. ადაპტირება ყოველთვის უფრო იოლია, როცა კლუბში შენი ეროვნული გუნდის მოთამაშეები გხვდებიან. ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატია და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში აღმოვჩნდი. ჰარი რედნაპი ჩემს შეძენას ერთი წლის წინაც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ჩემმა ტრავმამ შეაფერხა. ახლა კი ასპროცენტიან მზადყოფნაში
ვარ და ვიმედოვნებ, რომ გუნდის სხვა გოლკიპერებს – ეურელიუ გომისსა და კარლო კუდიჩინის ღირსეულ კონკურენციას გავუწევ. ასეთ ოსტატებთან მეტოქეობა კონდიციების ამაღლების დამატებითი მოტივაციაა", - თქვა პლეტიკოსამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული