მკაფიოა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სურვილიც, იტალიელის შემდეგ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო პოსტი ოდინდელი ტრადიციის შესაბამისად ადგილობრივ მწვრთნელს ანდოს. ასეთივეა საზოგადოების მოთხოვნაც, თუმცა ანჩელოტის სხვა აზრი აქვს:
"არა მგონია, რომ ინგლისის ნაკრებს მაინცდამაინც ინგლისელი
უკვე კარგა ხანია რაც გუნდს სათავეში უცხოელები უდგანან, მაგრამ მათ ბედი არ სწყალობთ. გაიხსენეთ სვენ-გორან ერიკსონი, რომელსაც ამ თანამდებობაზე აშკარად არ გაუმართლა".
BBC 5-ის სპორტული პროგრამის პირდაპირ ეთერში ლაპარაკისას ანჩელოტი უეინ რუნის ყბადაღებულ სკანდალსაც შეეხო. უფრო სწორედ, მან ზოგადად ფეხბურთელთა პირადი ცხოვრების თემაზე ილაპარაკა, რადგან გასულ სეზონში საკუთარ მოთამაშეებზე ჯონ ტერისა და ეშლი კოულზე იწვნია ყვითელი პრესის მწარე კალამი.
"მე არ მსურს, ჩემი მოთამაშეების პირად ცხოვრებას ვაკონტროლებდე. მა მათ პატივს ვცემ", - თქვა ანჩელოტიმ.