სწორედ ამ "უდროო დროს" გაჟღერებულმა სასტვენმა გააცოფა "ევერტონის" დამრიგებელი დევიდ მოიესი. შოტლანდიელი მოედანზე შევარდნილა და ატკინსონთან მისულმა, არბიტრი გვარიანადაც დატუქსა. ჩვეულებრივ გაწონასწორებული მოიესის ასეთმა აფეთქებამ მისი ასისტენტი სტივ
ბუნებრივი კითხვაა – რამ განარისხა "ევერტონის" მწვრთნელები? აი, როგორ იხსენებს იმ ეპიზოდს დევიდ მოიესი:
"არბიტრმა დროზე ადრე დაასრულა მატჩი. მან 90 წუთს სამი დაამატა და მაშინ ჩასტვინა, როცა ის სამი წუთი ამოიწურა. არადა, იმ სამ წუთში ორი გოლი გავიტანეთ და ატკინსონმა აღარ დაამატა ის დრო, რომელიც გოლის გატანის შემთხვევაში ემატება მატჩისთვის განკუთვნილ დროს. სულ ბოლო წამებზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, ხოლო ჩვენ ჩინებული კონტრშეტევა გამოგვივიდა და ატკინსონის სასტვენის ხმა სწორედ იმ მომენტში გაისმა, როცა ბურთი "მანჩესტერის" კარიდან სულ რაღაც 23 მეტრში იყო.
ჩვენ ხალხისთვის ვთამაშობთ. ადამიანები სტადიონზე თამაშის და არა არბიტრის ამბიციების დაკმაყოფილების პროცესის საყურებლად დადიან. ატკინსონმა წესები უხეშად დაარღვია, სამაგიეროდ, თავისი პერსონისადმი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო".
შედეგად, დევიდ მოიესს, ისევე როგორც მის ასისტენტს, ჯარიმის სახით 8 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა. მერსისაიდელთა საბედნიეროდ, მათი მწვრთნელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა და გუნდს სამწვრთნელო ადგილიდან უხელმძღვანელებს.