იოვანოვიჩი: ჩვენ ხომ ლივერპული ვართ!

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალწვეული ნახევარმცველი მილან იოვანოვიჩი კლუბის ფანებს დაპირდა, რომ ჩვეულ ფიზიკურ კონდიციებს უმოკლეს დროში აღიდგენს.

"ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე სეზონის სტარტზე, - მოყავს სერბის სიტყვები "ლივერპულის" ოფიციალურ საიტს, - როცა ცუდ ფორმაში ვარ, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობ. "ლივერპულის" მოთამაშე ვარ, ეს კი ნიშნავს, რომ ამ გუნდის წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები. პრინციპში, "ბირმინგემის" წინააღმდეგ ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა გუნდს შესამჩნევი ხეირი მაინც ვერ მოვუტანე. მთავარია, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ. დარწმუნებული ვარ, რომ გოლების გატანასაც მალე დავიწყებ და
როცა ეს მოხდება, დუნიაზე ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ეჭვიც არ მეპარება, რომ "ლივერპული" სატურნირო მდგომარეობას მალე გაიუმჯობესებს. ინგლისური პრემიერლიგა რთული ტურნირია, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს – ჩვენ ხომ "ლივერპული" ვართ!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული