ანჩელოტისთვის ყველაზე სწრაფი სტარიჯია

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის პროგრესზე საუბრისას განსაკუთრებით დენიელ სტარიჯი გამოყო.

დენი სტარიჯი არის 21 წლის ფორვარდი, ვისაც 16-წლამდელებიდან დაწყებული, ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეს ყმაწვილკაცი ლონდონურ გრანდში შარშან ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" მივიდა, თუმცა გასაგებია, რომ დიდიე დროგბას, სალომონ კალუს და ნიკოლა ანელკას კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს, შესაბამისად, გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო, თუმცა...

"დენიმ გასულ სეზონში თავდაუზოგავად იშრომა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და ვფიქრობ, დადგა დრო, ამ ბიჭმა ძირითად გუნდში ითამაშოს და გვანახოს, თუ
რა შეუძლია, - თქვა ანჩელოტიმ, - ფანტასტიკური შესაძლებლობების ფეხბურთელია, არც ვიცი, ვის შევადარო. პოტენციალი დროგბაზე არანაკლები აქვს, თუმცა სტარიჯი დიდიეზე სწრაფია. საერთოდაც, ასეთი სწრაფი თავდამსხმელი არსად მინახავს. ბურთსაც საუცხოოდ ფლობს. ვნახოთ, რამდენად წაადგება გუნდს მისი უნიკალური თვისებები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული