სერხიო აგუერო: მადრიდის "რეალში" თამაში არ მსურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდასმხმელმა სერხიო აგუერომ, რომელმაც "ქალაქელების" შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში 29 გოლი გაიტანა, განაცხადა, რომ ინგლისური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"როდესაც "მანჩესტერ სიტიში" გადავედი, ვფიქრობდი, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდებოდა, მაგრამ გოლების გატანა თავიდანვე დავიწყე.

არასდროს მიფიქრია, რომ სადებიუტო სეზონში ამდენ გოლს გავიტანდი. მარადონა ამბობდა, რომ ჩემთვის იდეალური კლუბი მადრიდის "რეალია" და ამ სიტყვებს არ შევაფასებ. ის იმას ამბობს, რაც უნდა, ყოველთვის ასეთი იყო.

არასდროს მითქვამს, რომ "რეალში" თამაში მსურს. "მანჩესტერ სიტიში" ბედნიერი ვარ", - აღიარა 23 წლის ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული