მართლმორწმუნე მისტერ ავრამ გრანტი

AutoSharing Option
შაბათს ინგლისურ პრემიერლიგაში მორიგი ტური დაიწყება და თავის წილ მატჩს "ვესტ ჰემიც" ჩაატარებს, ოღონდაც სტოკში ამ გუნდს არა მთავარი მწვრთნელი ავრამ გრანტი, არამედ მისი ასისტენტი ჟელკო პეტროვიჩი უხელმძღვანელებს. ამ კაცს კი ასისტენტობას "ჩაქუჩთა" უფროსი მწვრთნელი პოლ გროვისი და პირველი გუნდის მწვრთნელი კევინ კინი გაუწევენ.

გრანტი ჯანმრთელადაა და არც დისკვალიფიკაცია მიუღია. ის გუნდს ჩვეულ რეჟიმში მოამზადებს "სტოკთან" სამატჩოდ, თუმცა თამაშს რელიგიური მიზეზების გამო ვერ დაესწრება. შაბათს იუდეველთა რელიგიური დღესასწაულია – იომ-კიპური. იომ-კიპურის დღე იაუდაიზმში ერთდღიან მარხვასაც გულისხმობს...

"ტრადიციებისა და რელიგიური წესებისადმი
პატივისცემიდან გამომდინარე, იომ-კიპურის დღეს ავრამ გრანტი "სტოკთან" მატჩს ვერ დაესწრება, - ნათქვამია "ვესტ ჰემის" ოფიციალურ განცხადებაში, - "ვესტ ჰემი" შექმნილ სიტუაცია გაგებით ეკიდება და მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისტერ გრანტი გუნდს ჩვეულ რეჟიმში მოამზადებს და ყველა ფეხბურთელის მზადყოფნის გარანტიასაც მოგვცემს, ხოლო უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გუნდს ჟელკო პეტროვიჩი უხელმძღვანელებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული