გიგზი ლივერპულის მოლოდინშია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა რაიან გიგზმა იმედი გამოთქვა, რომ კვირას, "ლივერპულთან" შეხვედრაში მისი გუნდი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების რეაბილიტაციას მოახდენს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მანკუნიანელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეინჯერსს" ვერ აჯობეს (0:0), ხოლო შაბათს, "ევერტონთან" პრემიერლიგური შეხვედრის კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვეს და ორი ქულაც გაფლანგეს (3:3). ამიტომაცაა, რომ გიგზი პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებას ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილავს.

"ლივერპულთან" ჩვენი მატჩები ყოველთვის საინტერესოა. თამაში, როგორც წესი, საშინელ ტემპში მიმდინარეობს. სწორედ ასეთი თამაშის მოგება გვჭირდება – საქუთარი ძალების რწმენას დავიბრუნებთ
და შინაგან დაძაბულობასაც მოვიხსნით. "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" კლასიკურ დაპირისპირებას ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებული მოულოდნელობით და მღელვარებით ელის. ბოლოდროინდელი ფრეები მხოლოდ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მეტყველებს, რაკი ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში საკმაოდ მაღალი დონისა იყო", - თქვა რაიან გიგზმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული