"ინგლისის თასის ფინალი ყოველთვის უდიდესი მატჩია; მით უმეტეს, რომ "ჩელსის" და "ლივერპულის" დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს.
მას შემდეგაც კი, რაც მე კლუბში ვირიცხები, პირველი სამი წლის მანძილზე "ლივერპულს" ფინალებსა და ნახევარფინალებში რეგულარულად ვხვდებოდით.
ამ ფინალამდე გრძელი და რთული გზა გავიარეთ. ბოლო შეხვედრაში "ტოტენჰემთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ და ხუთი გოლი გავიტანეთ.
ეს დიდი მატჩია და გამარჯვება გვსურს. ფინალში იმ განწყობით გავდივართ,
სერიოზულმა კლუბმა ტიტულები უნდა მოიგოს. გასულ სეზონში არაფერი მოგვიგია და მიმდინარე სეზონშიც ხელმოცარულად დარჩენა არ გვსურს. შესაძლოა, სეზონის ბოლოს ორი ტიტული გვქონდეს მოპოვებული. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ჩეხმა.