არსენ ვენგერი: გასაოცარია, რომ საშინაო მატჩებში ერთი პენალტიც არ დაგვირტყამს

AutoSharing Option
"არსენალის" მთავრმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ნორვიჩთან" (3:3) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ არბიტრს "მეთოფეთა" ფორვარდ რობინ ვან პერსის მეტოქის საჯარიმოში წაქცევის გამო პენალტი უნდა დაენიშნა.

"მთელი სეზონის მანძილზე საშინაო მატჩებში პენალტი არ დაგვირტყამს. უბრალოდ საოცარია, რომ სხვა კლუბები ათ პენალტს ურტყამენ. არ ვიცი, რატომ არ დანიშნა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი. ჩვენ მხოლოდ მსაჯის გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია", - აღნიშნა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული