ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ სიტისნაირი" კლუბები სატრანსფერო ბაზარს სიგიჟედ აქცევენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა აზრი გამოთქვა, რომ "მანჩესტერ სიტისთანა" კლუბების შესაძლებლობები სატრანსფერო ბაზარს უაზრობად აქცევენ. ფერგიუსონმა "ქალაქელების" მიერ კარლოს ტევესის, დავიდ სილვას და სერხიო აგუეროს შეძენა იგულისხმა.

"მათ ფინანსური სიძლიერით ვერავინ შეედრება. ჩვენ სხვანაირად ვიქცევით და ყურადღებას ახლგაზრდა მოთამაშეებს ვაქცევთ.

დიდი ხნის მანძილზე სატრანსფერო ბაზარზე სიგიჟე სუფევდა, რომელიც "სიტისთანა" კლუბებმა შექმნეს. ჩვენ ეს მიმართულება უნდა შევცვალოთ", - განაცხადა ფერგიუსონმა.

"რეალმა" კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადიხადა და ეს გამართლებული აღმოჩნდა. ვფიქრობ, მადრიდში 160 მილიონსაც გადაიხდიდნენ, რომ
ცოდნოდათ ასეთ შედეგს მიაღწევდნენ", - აღნიშნა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
waage yvelaferi. ox ra kargia
bacho
00:51 07-05-2012
0

სიახლეები პოპულარული