ამასთან, მან "ლივერპულის" გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის "ლივერპულში" მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნება პატივი იყო. იმ სამუშაოს, რომელიც ყველამ ერთად გავწიეთ, უმაღლეს დონეზე ვაფასებ. ვამაყობ, რომ "ლივერპულმა" ექვსი წლის მანძილზე პირველად ტიტულის მოგება შეძლო. ამასთან, ინგლისის თასის მოგებაც შეგვეძლო.
რა თქმა უნდა, სატურნირო ცხრილში გუნდის ადგილით იმედგაცრუებული ვარ. თუმცა ლიგის თასს არაფერზე გავცვლიდი. იმიტომ, რომ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრებისთვის ახალი ტიტულების მოგება.
დიახ, გათავისუფლების გამო იმედგაცრუებული ვარ. თუმცა
განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში მეც და გუნდსაც გვერდში გვედგნენ. მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევდით, - განაცხადა დალგლიშმა.