"მაშინ ემანუელ ადებაიორმა გოლი გაიტანა და წესით, ნახევარფინალშიც ჩვენ უნდა გავსულიყავით, - იხსენებს ვენგერი, - თეო უოლკოტი იმხანად მხოლოდ 18 წლის იყო და ბუნებრივიცაა, რომ ჩვენი გოლის გასვლის შემდეგ ყმაწვილკაცი ყურადღებას მოადუნებდა და აბსოლუტურად დაივიწყებდა, რომ "დაჭრილი" "ლივერპული" უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივ.
უოლკოტს ასეთი რამ
დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ წინ წავიწიეთ, თანაც საფუძვლიანად. მაგალითად, იმ საღამოს გატანილი გოლის შემდეგ ჩემს გუნდში ეიფორიამ დაისადგურა, ალექსანდრ ჰლებს ვუყვიროდი, უოლკოტს პოზიცია გაუცვალე-მეთქი, მაგრამ ვის ესმოდა, ან ვინ გისმენდა...
ვიცოდი, რომ "ლივერპული" შეგვიტევდა და გოლის გაქვითვას შეეცდებოდა, მაგრამ ეს მე ვიცოდი, თორემ ჩემი ფეხბურთელები თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოჩნდნენ, მათი მიწაზე დაბრუნება ვერაფრით მოვახერხე.
ახლა ასეთი რამ არც შეიძლება მოხდეს. სხვა თუ არაფერი, ბიჭებს ასაკი მოემატათ, დაღვინდნენ და ემოციების გაკონტროლება ისწავლეს, გზად კი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც დაიხვეწნენ. მოკლედ, პროგრესი აშკარაა და გუნდის დღევანდელი მდგომარეობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ".