"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ ოუენს კონტრაქტი არ გაუგრძელა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი და "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის ფეხბურთელი მაიკლ ოუენი ზაფხულში ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს.

ამის შესახებ თავის ტვიტერში თავად ფეხბურთელმა დაწერა.

"ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა სამშაბათს მითხრა, რომ კლუბი ახალ კონტრაქტს არ შემომთავაზებს. ამ ფანტასტიკურ კლუბში გატარებული სამი წლის მანძილზე თითოეული წუთი მახსოვს", - დაწერა ოუენმა.

2009 წლიდან "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში 52 მატჩი ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული