"მანჩესტერ იუნაიტედის" ვალები 26 მილიონი ფუნტ სტერლინგით გაიზარდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფინანსური მაჩვენებლები ბოლო ხანს უარყოფითად შეიცვალა.

კერძოდ, ბოლო კვარტლის განმავლობაში კლუბის ვალი 26 მილიონი ფუნტი სტერლინგით გაიზარდა, საერთო შემოსავლების ოდენობა კი 5.8 პროცენტით შემცირდა.

შემოსავლების კლებას ექსპერტები პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაში გუნდის წარუმატებელ გამოსვლას უკავშირებენ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გათამაშებას "წითელი ეშმაკები" მიმდინარე სეზონში ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

ბოლო ცხრა თვის მანძილზე კლუბის მფლობელმა გლეიზერებმა სავალდებულო გამოსყიდვებში და კრედიტების პროცენტებში 71 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული