"მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფეხბურთის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების სიაში პირველი ადგილი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრენდის ღირებულება 543 მილიონი ფუნტია. წინა სეზონთან შედარებით ეს თანხა 29%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზე მიუნხენის "ბაიერნი" გავიდა, რომელმაც მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" გადაუსწრო. მიუნხენელების ბრენდი 499 მილიონი ფუნტით ფასდება, რაც 59-პროცენტიანი ზრდაა წინა სეზონთან შედარებით.

ინგლისში "წითელი ეშმაკების" მთავარი მეტოქის, "მანჩესტერ სიტის" ბრენდის ღირებულება 192 მილიონი ფუნტია და ის მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ ბრენდის ფასის შთამბეჭდავი ზრდა აქვს -
77%. მსგავსი ზრდა აქვს ლონდონის "ტოტენჰემსაც".

წინა სეზონთან შედარებით, სიის პირველი 25 კლუბიდან ბრენდის ღირებულების მაქსიმალური მომატება აქვთ "ნიუკასლს" (115%) და ამსტერდამის "აიაქსს" (150%).

რაც შეეხება ესპანურ და იტალიურ კლუბებს, მათი ბრენდების ღირებულების ზრდა არ დაფიქსირდა, რადგან ამ ქვეყნებში ფინანსური კრიზისია.

"რეალისა" და "ბარსელონას" ბრენდების ფასის ზრდამ 7 და 8 პროცენტი შეადგინა, "მილანის"-7%, "ინტერის" -18.

ტურინის "იუვენტუსის" ბრენდის ფასი კი, წინა სეზონთან შედარებით, 13 პროცენტით დაეცა.

ფეხბურთის 10 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი:
1(1) მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 543 მილიონი ფუნტი (29%)
2(4) ბაიერნი (გერმანია) - 499 (59%)
3(2) რეალი (ესპანეთი) - 381 (7%)
4(3) ბარსელონა (ესპანეთი) - 368 (8%)
5(5) ჩელსი (ინგლისი) - 253 (27%)
6(6) არსენალი (ინგლისი) - 246 (29%)
7(9) ლივერპული (ინგლისი) - 233 (47%)
8(11) მანჩესტერ სიტი (ინგლისი) - 192 (77%)
9(7) მილანი (იტალია) - 185 (7%)
10(12) შალკე (გერმანია) - 167 (97%)

მომზადებულია Brand Finance-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული