1 ივნისს "ლივერპულის" წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ბრენდან როჯერსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ განაცხადეს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.
"ჩემთვის პატივია ასეთი შესაძლებლობის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო ჯონ ჰენრის, ტომ ვერნერს და მთელ მათ ჯგუფს, რომ მომცეს შანსი ამ გუნდს სათავეში ჩავუდგე.
ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, ეს პროექტი როდის დაიწყება. პირობას გაძლევთ, რომ ცხოვრებას "ლივერპულს" მივუძღვნი და კლუბის ინტერესებს დავიცავ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ", - განაცხადა როჯერსმა.
მომზადებულია