შეგახსენებთ, რომ "არსენალის" კაპიტანმა ბოლო ტურში, "სანდერლენდთან" შეხვედრის პირველ ტაიმში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორთავა კუნთი იტკინა და მოედნიდან გასაყვანი შეიქნა.
ფაბრეგასი ნატკენი ფეხის სკანირებაზე სამშაბათს დილით მივიდა და მართალია, ვენგერმა თქვა, რომ პასუხი
"ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით კარგი ამბები მაქვს. კუნთში რაღაც სითხე კი ჩამიდგა, მაგრამ სერიოზული არაფერი მჭირს. იმედი მაქვს, რომ ორი კვირის შემდეგ უკვე შევძლებ თამაშს".
ფაბრეგასის განცხადებას მოგვიანებით "არსენალის" ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ამ განცხადებაში წერია:
"ფეხბურთის კლუბი არსენალი ადასტურებს, რომ სესკ ფაბრეგასი ორი ან სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს".
ასე და ამგვარად, ჯერჯერობით ის არის ცნობილი, რომ "მეთოფეთა" კაპიტანი შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან", შემდეგ სამშაბათს კი ჩემპიონთა ლიგაში ბელგრადის "პარტიზანთან" ვერ ითამაშებს.