"ფაბიოს აწვალებს შეგრძნება, რომ ინგლისში დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, - უთხრა პრესას მწვრთნელის ერთ-ერთმა ახლობელმა, - ამიტომ, მას უნდა, დარჩეს და ყველაფერი
სამხრეთ აფრიკამდე ის საგონებელში იყო. ვერ გაეგო, რატომ ვერ ყოჩაღობდა მუნდიალებზე ქვეყანა, რომელსაც, როგორც წესი, კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მეტიც, სანამ ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნებოდა, მას კიდევ არ ესმოდა, სინამდვილეში რა კარგი ფეხბურთელები ჰყავთ ინგლისელებს, მაგრამ ქვეყანასა და ამ ქვეყნის ფეხბურთთან უშუალო შეხებამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. მართლაც გასაოცარი რამ მოხდა - ინგლისის ნაკრებმა შესანიშნავად გაიარა შესარჩევი ციკლი, მაგრამ ფინალურ ეტაპზე სახეცვლილი და შებოჭილი გავიდა. ფეხბურთელები ფიზიკურად და მენტალურად გადაღლილები ჩანდნენ".
ამასობაში კი ვეტერანმა ვარსკვლავმა მაიკლ ოუენმა ამოიღო ხმა და კაპელოს შეუთვალა, მომავალში ნუღარ ჩამომწერ, გუნდის დახმარება ჯერ კიდევ შემიძლიაო. შეგახსენებთ, რომ ოუენს ინგლისის ნაკრებში 9 გოლი აკლია სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე (49 გოლი). ოუენმა თქვა:
"ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოვტოვე. ჯანზე რომ ვყოფილიყავი, წამიყვანდა კაპელო სამხრეთ აფრიკაში თუ არა, სხვა თემაა. ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სანაკრებო ფეხბურთისთვის თავი ნამდვილად არ დამინებებია და დღესაც ასე ვარ - როგორც კი გამომიძახებენ, მზად ვარ, გამოვცხადდე და ვითამაშო".
ოუენი, რომელიც შარშან "მანჩესტერ იუნაიტედში" "ნიუკასლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით (ანუ უფასოდ) გადავიდა, ამბობს, რომ მომავალი სეზონისთვის მზად იქნება.
"ხუთ დიდ ტურნირზე ვარ ნამყოფი და ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის ტელევიზიით ყურება ძალიან მეუცნაურა. თურმე, ასეთ დროს უნებლიედ ფანის პოზიციაში გადადიხარ და შეფასებეს უკვე სხვა სამრეკლოდან აკეთებ. რაც მოხდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მართალი გითხრათ, არც მახსოვს, რომელიმე ჩემპიონატს ამდენი კითხვა გაეჩინოს".