"ჰარი კლუბში მაშინ მოვიდა, როცა მისი გამოცდილება გვჭირდებოდა. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ რედნაპი ცუდად მუშაობდა.
მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისა და იმ წარმატებებისთვის, რასაც მისი წყალობით გუნდმა მიაღწია. ჩვენს კლუბში მას ყოველთვის კარგად შეხვდებიან", - თქვა დენიელ ლევიმ.
"კლუბში გატარებული დროით კმაყოფილი ვარ. ჩემი მიღწევებით ვამაყობ. ეს შესანიშნავი 4 წელი იყო.
დროდადრო ბრწყინვალე ფეხბურთს ვაჩვენებდით. ვწუხვარ, რომ "ტოტენჰემის" დატოვება მიწევს", - თქვა რედნაპმა.
სავარაუდოდ, რედნაპი კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალ