"ბორდო" ჩემთვის მეორე ოჯახივით იყო. ბავშვი ვიყავი, ამ კლუბში რომ მივედი, მას შემდეგ ყველაფერი, რაც "ბორდოში" ხდებოდა, ჩემი პირადი საქმეც იყო. ქომაგებიც მწყალობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ნებისმიერ მატჩში 150 პროცენტით ვიხარჯებოდი, - თქვა შამახმა, - ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია მარტივია – თუ მივრბივარ, ბოლომდე ვირბენ და თუ ვიბრძვი, ბოლომდე ვიბრძოლებ – ცხადია, სანამ ფეხებში ძალღონე მექნება. მაგრამ ასეთი თამაშისთვის მწვრთნელის, თანაკლუბელებისა და გულშემატკივრების
კარიერის დასაწყისში შამახი საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაგრამ ზრდასრულ ასაკში მაროკოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა. ცნობისთვის, მაროკოული წარმომავლობის შამახი საფრანგეთშია დაბადებული.
"შესაძლოა, დაუფიქრებლადაც მოვიქეცი, მაგრამ ვიცოდი, რამდენს ნიშნავდა ეს ნაბიჯი ჩემი მშობლებისთვის. მეამაყება, რომ მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 50-ზე მეტი მატჩის ჩატარება მოვასწარი. ვიცი და მახსოვს, სადაა ჩემი ფესვები, - თქვა 26 წლის ფორვარდმა, - "ბორდომ" ბევრი რამ მომცა, "არსენალში" კი საამაყო ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია. ჯერ კიდევ ვეჩვევი და ვეგუები. არსენ ვენგერი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც იცის, როგორ აათამაშოს ახალმოსული ფეხბურთელი. შესაძლებლობების მაქსიმუმს მხოლოდ მაშინ გამოვავლენ, როცა გარემოს სრულად შევეჩვევი. პარტნიორები უნდა გავიცნო, ინგლისური ენა ავითვისო, გავეცნო ახალ კულტურას".