38 წლის უელსელისთვის, რომელიც პრემიერლიგის თორმეტგზის გამარჯვებულია, მომავალი ოლიმპიადა სანაკრებო დონეზე კარიერაში პირველი დიდი ტურნირი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰავბეკთან ერთად 23 წელზე უფროსი ასაკის სამ მოთამაშეს შორის, რომელიც საოლიმპიადო განაცხადში მოხვდნენ, ფორვარდი კრეიგ ბელამი და მცველი მიკა რიჩარდსი აღმოჩნდნენ.
ასევე იხილეთ
ბრიტანეთის ნაკრების განაცხადი ოლიმპიადისთვის ცნობილია