რამდენჯერ უნდა ყლაპოს ალმუნიამ?

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ჯორჯ გრემი ამბობს, რომ სანამ მისი ყოფილი გუნდის "არსენალის" კარში მანუელ ალმუნია დგას, ჩრდილო ლონდონელთა თავს კარგი არაფერია მოსალოდნელი. მოგეხსენებათ, უქმეებზე "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩთან" 2:3 წააგო და ამ შეხვედრაში ესპანელმა კვლავ "ყლაპა", თან ორჯერ. გრემმა, რომელიც თავის დროზე "მეთოფეებს" ცხრა წლის განმავლობაში წვრთნიდა, განაცხადა:

"ვფიქრობ, აუცილებელია რეალისტები ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ გუნდს, რომელსაც პრემიერლიგის მოგება უნდა ძალიან ძლიერი მეკარე უნდა ჰყავდეს. ალმუნია, რასაკვირველია, კარგი გოლკიპერია, მაგრამ მისი დონისა პრემიერლიგაში ბევრი თამაშობს. "არსენალს" კი კარში განსაკუთრებული კაცი სჭირდება.
ვფიქრობ, კლუბმა ახალი მეკარე მხოლოდ ინგლისსა და ევროპაში კი არ უნდა ეძებოს, არამედ მისმა სკაუტებმა მთელი ევროპა უნდა შემოიარონ".

საინტერესოა, რომ შაბათის შეცდომის მიუხედავად "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ალმუნია მისი მთავარი მეკარეა, თუმცა, დასძინა "ამწუთასო" და პრესამ ეს მრავალმნიშვნელოვან ნათქვამად ჩამოართვა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალის" მეორე მეკარე პოლონელი ლუკაშ ფაბიანსკია, რომელიც... ასევე ბევრ "ყლაპვაშია" შემჩნეული.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგების შემდეგ ჩრდილო ლონდონელებმა კვირასაც ივარჯიშეს და ორშაბათ დილითაც, შუადღისას კი სერბეთისკენ აიღეს გეზი. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში ბელგრადის "პარტიზანთან" აქვთ სათამაშო. ევროშეჯიბრების პირველ ტურში "მეთოფეებმა" პორტუგალიურ "ბრაგასთან" 6:0 მოიგეს, თუმცა "ვესტ ბრომვიჩთან" მარცხის შემდეგ ლონდონელთა რუსი ფეხბურთელი ანდრეი არშავინი აცხადებს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თამაშის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება მოუწევთ.

"შემდეგ ტურში "ჩელსისთან" ძალთა მაქსიმალური მობილიზებით დაგვჭირდება თამაში - თქვა რშავინმა - თუმცა, მანამდე ბელგრადში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყეთ და ასევე გვმართებს გაგრძელება. "ჩელსისთან" თამაშისთვის მხოლოდ ამის მერე თუ მოვემზადებით. შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან" ცუდად ვითამაშეთ. ასეთი ფეხბურთი ჩვენ ხელს არ გვაძლევს. ბურთს წარამარა ვკარგავდით. არადა, იმავე ტურში "ჩელსიმ" "მანჩესტერ სიტისთან" წააგო და მასთან ცხრილში ჩამორჩენის შემცირების დიდებული შანსი გვქონდა".

თუმცა, დავუბრუნდეთ მანუელ ალმუნიას, რომელსაც ჟურნალისტებმა "ყლაპვები" დაუთვალეს და გამოქვეყნეს. ლაპარაკია ყველაზე თვალშისაცემ შეცდომებზე, რომელთა ჩამონათვალსაც ჩვენც შემოგთავაზებთ:


2010, 31 იანვარი
არსენალი-მნჩესტერ იუნაიტედი 1:3
ნანის ჩაწოდებას ალმუნია ცუდ ადგილას დახვდა, ბურთს, რომელიც მისი კარის ბადეში ჩაეშვა თითებიღა შეახო.


2010, 27 მარტი
ბირმინგემი-არსენალი 1:1
მსაჯის წამატებულ წუთებზე ალმუნიამ კევინ ფილიპსის დარტყმული თითებს შორის გაუშვა.


2010, 6 აპრილი
ბარსელონა-არსენალი 4:1
ალმუნიას ლეო მესის დრტყმა ფეხებს შორის უძვრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული