ტაში დაუკარით ემილ ჰესკის

AutoSharing Option
ვულვერჰემპტონში გამარჯვების გოლის გატანამ ემილ ჰესკი "ასტონ ვილას" ქომაგთა გმირად აქცია. ნიშანდობლივი გახლდათ ჟესტი, რომლითაც ჰესკიმ იზეიმა - ფორვარდმა ფანებს მიმართა თქვენი ხმა მომასმენინეთო. არადა, თავის მხრივ, ფნებსაც ჰქონდათ წყენისა და ეჭვის გამოთქმის საბაბი - ჰესკის ხომ თებერვლის მერე გოლი არ ჰქონდა გატანილი. ანდა, ასეთი სტატისტიკის მოტანაც შეიძლება: ბოლო ერთ წელიწდში მან მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა, რაც ფორვარდისთვის, ბუნებრივია, ძალიან ცუდი შედეგია.

ჰესკის "ასტონ ვილას" ახალი თავკაცი ჟერარ ულიე გამოექომაგა. სხვათაშორის, ულიე სწორედ ის მწვრთნელია, რომელმაც 2000 წელს ჰესკი "ლივერპულში"
11 მილიონ ფუნტად მიიყვანა. ფრანგმა თქვა:

"ემილი ფორვარდია და ხანდახან აშკარა საგოლე მომენტებს ვერ იყენებს, რის გამოც ფანები ობსტრუქციებს უწყობენ, რაც მას სწყინს. საერთოდ, საკუთარი თვის რწმენა ყველა ფეხბურთელს სჭირდება, ფორვარდებისთვის კი ეს ორმაგად მნიშვნელოვანია. ახლა ემილმა მომენტით უნდა ისარგებლოს და "ვულვზის" კარში გოლის შეგდებით შეძენილი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეინარჩუნოს.

არადა, ჰესკი დიდებული თანაგუნდელია და საერთო საქმისთვის მისი წვლილი ყოველთვის ფასდაუდებელია. გარდა ამისა პრემიერლიგაში თავდასხმაში თამაში ძალიან ძნელია, ინგლისში ხომ რბილი მცველები არ თამშობენ".

შეგახსენებთ, რომ ბოლოხანს ჰესკიმ თითო გოლი ევროპის ლიგაშიც გაიტანა და "ქარლინგის თასზეც". ულიემ დაძინა:

"ემილი მაღალი ბურთებისთვის საუცხოოდ იბრძვის. მას ნახევარდაცვასთან მჭიდრო ურთიერთობა შეუძლია, კარგად მოძრაობს და ეშლი იანგს ჩინებულად უგებს. იგი სწრაფია, ოღონდ ხანდახან ავიწყდება, რომ ძალიან ძლიერად შეუძლია კარში დარტყმა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული