"ქპრ"-ის ფეხბურთელი ანტონ ფერდინანდი ჯონ ტერის რასისტულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, რასაც სასამართლო პროცესი მოჰყვა.
სასამართლოში 31 წლის ინგლისის ნაკრების მცველმა ტერიმ დანაშაული უარყო და ამტკიცებდა, რომ მან და ფერდინანდმა ერთმანეთს ორმხრივი შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამასთან, მათ შორის არანაირი რასობრივი სიძულვილი არ ყოფილა.
სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია არასაკმარისად დამაჯერებლად მიიჩნია და ჯონ ტერის მტკიცებულებას დაეთანხმა.
ასევე იხილეთ:
სკანდალი. ჯონ ტერი ბრალდებას უარყოფს