"არ ვფიქრობ, რომ ეს იოლი იქნება. ხალხს ჰგონია, რომ ტიტულის დაცვა იოლ გასეირნებასავით იქნება, მაგრამ ასე არ არის.
ბევრ საშიშროებას ვხედავ: "ტოტენჰემში ახალი მწვრთნელი მივიდა, რომლის ხელშიც გუნდი გაძლიერდება; "მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულის მოპოვების პრეტენდენტთა შორისაა; "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კარგად გაისარჯა; "არსენალი" ყოველთვის პრეტენდენტად რჩება; "ლივერპული" ძლიერდება… საერთოდ, იოლი არ იქნება", - აღნიშნა რიჩარდსმა.