რუნიმ სიდედრს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
უეინ რუნიმ სიდედრ-სიმამრს ბოდიში მოუხადა და ეს ამბავი, რასაკვირველია, იმწუთას დაიწერა ინგლისურ ტაბლოიდებში. გაზეთები ამტკიცებენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი მიხვდა თუ რა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრებს, მათ შორის კი მეუღლის მშობლებს ტონი და კოლეტ მაკლაფლინებს. რაც საქვეყნოდ გახდა ცნობილი, რომ სანამ ცოლი, კოლინი ფეხმძიმედ იყო რუნი მეძავებთან დადიოდა, ამ ადამიანებს წყნარად ცხოვრება აღარ ღირსებიათ. ისინი დღენიადაგ ტაბლოიდების პირველ გვერდებზე იყვნენ გამოჭიმული და თან, ისეთ ბინძურ თემასთან დაკავშირებით, როგორიც სექს-სკანდალია.
რუნის ოჯახთან დაკავშირებულმა მავანმა ახლობელმა ყვითელ პრესას უამბო:
"რამდენიმე კვირის
წინ კლოტი და ტონი ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ისინი იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, რომ უეინის ნახვაც კი არ უნდოდათ, სიძეს სათოფეზე არ იკარებდნენ, მაგრამ ახლა იციან, რომ მოსწონთ თუ არა, სიძე უნდა მიიღონ – ამაზე მათი შვილის ბედნიერებაა დამოკიდებული".
როგორც ჩანს მაკლაფლინების გუნება მათი მეორე გოგონას, 12 წლის როზის მდგომარეობის გაუმჯობესებამაც გამოაკეთა. სულ ცოტა ხნის წინნ მძიმე ავადმყოფი როზი რეანიმაციაში იწვა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი ინტენსიური მკურნალობა საჭირო აღარ არის. შაბათს ბავშვი გამოწერეს და ცოლ-ქმარმაც უეინს შეხვედრის ნება დართო. "იუნაიტედის" ვარსკვლავმა ხრიკსაც მიმართა, სიდედრისა და სიმამრის გულის მოსალბობად მათთან პატარა კაისთან ანუ შვილიშვილთან ერთად მივიდა. ჩასაფრებულმა პაპარაცებმა დრო დაინიშნეს – რუნიმ მაკლაფლინების სახლში, რომელიც მერსისაიდში, კერძოდ კი რობიში მდებარეობს, ნახევარი საათი დაჰყო.
"მაკლაფლინების ოჯახისთვის როზის გამოჯანმრთელება სასწაულია. ამან ყველაფერი შეცვალა, უეინთან ურთიერთობაც კი გამოასწორა~ - თქვა ზემოხსენებულმა ახლობელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული