დიდიე დეშანს ლივერპული იწვევდა

AutoSharing Option
"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშანმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც "ლივერპულის" დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი სამუშაოდ "ინტერში" გადავიდა, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა მას ეპატიჟებოდა. მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო "ლივერპულის" სათავეში "ფულემის" ყოფილი თავკაცი როი ჰოჯსონი მივიდა.

"მეამაყება, რომ ისეთი დიადი კლუბი, როგორიც "ლივერპულია", მთავარი მწვრთნელის პოსტს მთავაზობდა, - თქვა დეშანმა, - თუმცა ეს შეთავაზება ცუდ დროს მივიღე. "მარსელში" ვიყავი დაკავებული და ინგლისში გადაბარგება არ შემეძლო, ჩემს ფეხბურთელებს და კლუბის ქომაგებს ასე უცებ ვერ მივატოვებდი. მერსისაიდელები წინასასეზონი მზადების დაწყებამდე ორი
დღით ადრე დამიკავშირდნენ და იძულებული ვიყავი, "ლივერპულის" წინადადებაზე უარი მეთქვა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული