ხორვატმა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვა და "დეზებს" ამერიკულ შეკრებაზე არ გაჰყვა. მოდრიჩს მადრიდის "რეალში" გადასვლა სურს.
"ვფიქრობ, მოდრიჩი შეცდომას უშვებს და ეს მისთვის შესაძლოა ცუდად დასრულდეს. მოთამაშემ შექმნილი მდგომარეობა გაამწვავა და კლუბის პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებულია. ეს თვითონ დანიელ ლევისთვისაც ცუდი დროა, რომელიც ახლა მეუღლის ავადმყოფობის გამო აშშ-ში იმყოფება", - განაცხადა "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა.