თავად რეინა მიმდინარე ჩემპიონატში ჩინებულ ფორმშია, თუმცა გუნდი მისგან განსხვავებით ვერ ყოჩაღობს. რეინა ამბობს, რომ მწვრთნელის შეცვლის, მღელვარე და გაუგებარი სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ შემდეგ წარმატების ფორმულის პოვნა იოლი საქმე ვერც იქნებოდა. "წითლებს" სეზონის სტარტი გვარიანად რთული ჰქონდათ.
მეკარის თქმით, თამაშის ნირის შესაცვლელად "ლივერპულს" შესაძლოა კიდევ ექვსი თვე დასჭირდეს. ის მბობს:
"როდესაც ამდენი ცვლილების
ყოველ მომდევნო დღეს საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ ჰოჯსონის მოთხოვნებსა და იდეებს უფრო მეტად ვუღებ ალღოს. ასევე არიან ჩემი თანაგუნდელებიც. ჩვენ ყველას მოთმინება გვმართებს".
კიდევ, რეინამ ხაზი გაუსვა, რომ დღემდე ჩატარებულ ექვს შეხვედრაში შედიოდა სტუმრობები "მანჩესტერ სიტისთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ბირმინგემთან", რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. "ლევერპულმა" შინ "არსენალთან" თამაშიც მოასწრო.
"ექვსი თამაშიდან ექვსი ქულა ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ ვგეგმავდით. მეორე მხრივ კი ის ხალხი ვინც გვაკრიტიკებს ეტყობა კალენდარში არ იყურება და არ აკვირდება როგორ გუნდებს შევხვდით აქამდე. ჩვენ ნამდვილად რთული სტარტი გვქონდა. ჯერ იყო და "არსენალს" ვუმასპინძლეთ, შემდეგ კი სტუმრად ვითამაშეთ "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "ბირმინგემთან".
განა ბევრი გუნდი ჩავა ისტლენდზე, "ოლდ ტრეფორდსა" თუ "სენტ ენდრიუზე" და იქიდან სამ ქულას წამოიღებს? ეს გუნდები ხომ შინ ჩინებულად თამაშობენ".
რეინას ოპტიმიზმს მისი თანაგუნდელი მარტინ შკრტელიც იზიარებს. 25 წლის სლოვაკი მცველი ამბობს, რომ ჰოჯსონის იდეების შეთვისებას და მოედანზე განხორციელებას მაღტლაც დრო სჭირდება.
"ჩვენი მიზანი ტოპ-ოთხეულში მოხვედრაა, რაც, რასაკვირველია, ძნელია. მეორე მხრივ, თუ თამაშს გავაუმჯობესებთ და ტურიდან ტურამდე გავძლიერდებით, გამორიცხული არაფერია. ჩვენ ყველას დრო გვჭირდება, მწვრთნელსაც და მოთამაშეებსაც. თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სწორედ დრო არის საჭირო. მე მიყვარს ეს ქალაქი, ეს კლუბი და სტადიონი. მინდა მერსისაიდელ ფანებს რაც შეიძლება მეტი ჯილდოები მოვუტანოთ~.