"ბარსელონასთან" შეხვედრაში 31 წლის კერიკმა დაცვის ცენტრში ითამაშა და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. სრულიად შესაძლებელია, რომ სმოლინგის, ჯონსის და ევანსის ტრავმების გამო მაიკლს ამის გაკეთება კიდევ მოუხდეს.
სმოლინგი კიდევ სამი თვე არ იქნება, ჯონსმა ზურგის ტრავმა მიიღო, ევანსი სეზონის დასაწყისისთვის მზად არ იქნება.
კერიკი ხომ "ბარსელონასთან" მატჩში ფანტასტიკური იყო. მას შეუძლია, მცველის პოზიციაზეც დაგვეხმაროს", - თქვა ფერგიუსონმა.
ინგლისის ჩემპიონატს "მანჩესტერ იუნაიტედი" 20 აგვისტოს "ევერტონთან" მატჩით იწყებს.