ფორმალურად ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ევროტურნირებზე სამი თამაშითაა დისკვალიფიცირებული, თუმცა ბოლო მათგანის გამოტოვება პირობითი ხასიათისაა, სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
ასე რომ, უეფას სააპელაციო ინსტანციამ ტერის პროტესტი საკონტროლო-დისციპლინარული ინსტანციის გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ტერისთვის პირველი გამოტოვებული ევროტურნირის მატჩი მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მცველი ასევე გამოტოვებს 31 აგვისტოს მადრიდის "ატლეტიკოსთან" უეფას სუპერთასის დაპირისპირებას.