"ლივერპულში" დარჩენას ვამჯობინებ. რომელიმე სხვა ინგლისურ კლუბში თამაში ვერც კი წარმომიდგენია. მიუხედავად ამისა, ამ მდგომარეობაში ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული.
"ლივერპულს" ჩემთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ახალი კონტრაქტის თაობაზე პოზიცია არ შემიცვლია. ჩემი ამჟამინდელი ხელშეკრულება ორი წლის შემდეგ იწურება", - თქვა აგერმა.