ალექს ფერგიუსონი: რობინ ვან პერსი მსოფლიო დონის თავდამსხმელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ რობინ ვან პერსის სახით მანჩესტერელებმა მსოფლიო დონის თავდამსხმელი შეიძინეს.

"რობინი მსოფლიო დონის თავდამსხმელია, რომელმაც თავის ინგლისსა და ევროპულ არენაზე გამოიჩინა. ჩვენს გულშემატკივრებს მისი ნიჭიერების შესახებ მტკიცება არ სჭირდებათ - მან თავისი ყოფილი კლუბის შემადგენლობაში თამაშისას რამდენიმე გოლი გაგვიტანა. მოედანზე მისი მოძრაობა, შეტევების დასრულება და სხვა თვისებები მომაჯადოებელია", - განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს 29 წლის თავდამსხმელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ცნობებით, "არსენალმა" ვან პერსის ტრანსფერში 24 მილიონი ფუნტი სტერლინგი გა
დაიხადა და ბონუსებიც გაითვალისწინა. მოთამაშე კვირაში 250 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ვან პერსის მანჩესტერელთა შემადგენლობაში დებიუტი შესაძლოა 20 აგვისტოს "ევერტონთან" ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში ჰქონდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული