"ჩემი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მთელი მატჩის მანძილზე ფეხბურთელები გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ ბევრი სახიფათო ეპიზოდის შექმნა მოვახერხეთ.
შეტევაში გარკვეული პრობლემები გვაქვს და ვეცდებით ისინი უახლოეს ხანში გადავწყვიტოთ.
ლუკა მოდრიჩი? ამ საკითხზე უკეთესია ჩვენს პრეზიდენტს მიმართოთ. მისი თქმით, მოდრიჩის ტრანსფერის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. მაგრამ ამ დროისთვის მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.