ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური: უშველებელი "ლივერპული"

AutoSharing Option
სასურველი სტარტი
მატჩი "ნიუკასლის" შეტევებით დაიწყო, რასაც "ტოტენჰემმა", ცოტა არ იყოს, ზღვარს გადასული უხეშობით უპასუხა. ამის გამო სტუმართა საყრდენებმა ჯეიკ ლივემორმა და სანდრომ ორი წუთის ინტერვალით ყვითელი ბარათები დაიმსახურეს.

შეტევაში "ტოტენჰემიც" აქტიური იყო. პირველი რეალური მომენტი დემბა ბასა და პაპის სისეს შეექმნათ, მაგრამ ბრედ ფრიდელის კარს ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა.

"დეზებმა" უპირატესობა მალე იგდეს ხელთ. ანგარიშის გახსნა შეეძლოთ ჯერმეინ დეფოსა და გარეთ ბეილს, მაგრამ მათ ძალიან არ გაუმართლათ, რადგან ორივე შემთხვევაში ბურთი წინ ძელს მოხვდა. 55-ე წუთზე შეხვედრის პირველი გოლი გავიდა
- ჩაწოდება კაილ უოლკერმა ცუდად მოიგერია და ბურთი პირდაპირ ბას დაასვა ფეხზე, რომელმაც ის მეკარისგან შორეულ კუთხეში ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა - 1:0.

76-ე წუთზე ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გათანაბრდა. დავიდე სანტონმა მოგერიების ნაცვლად ბურთი თავის კარში გაგზავნა, მაგრამ ტიმ კრულმა იყოჩაღა და მოიგერია. დამატებაზე პირველი ჯერმეინ დეფო გაჩნდა. ვეტერანმა ფორვარდმა დაახლოებით ერთი მეტრიდან გაიტანა - 1:1.

ზუსტად 4 წუთში მასპინძლები ხელახლა გავიდნენ წინ. კუთხურის გათამაშების შემდეგ ატემ ბენ არფა რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ ფლანგზე აარონ ლენონსა და რაფაელ ვან დერ ვაარტს შორის მოექცა და საჯარიმოში შეჭრა სცადა. ლენონმა მისი შეჩერება მხოლოდ წესების დარღვევით მოახერხა. დაზარალებულმა პენალტი აუღელვებლად გაიტანა - 2:1.

შავი კატა ვენგერის გზაზე
დიდებული დებიუტი ჰქონდა სანტი კასორლას. 27 წლის ესპანელი "მეთოფეთა" რიგებში საუკეთესო იყო, მაგრამ განახლებულ "არსენალს", როგორც ჩანს, დიდი დრო დასჭირდება, სანამ ისევ და ისევ შეკრულ გუნდად იქცევა.

ჩრდილოლონდონელებმა, უპირველესად, რობინ ვან პერსის გარეშე უნდა ისწავლონ ცხოვრება. ამ ეტაპზე ლუკას პოდოლსკი ამ როლისთვის ძალიან სუსტია.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს მომატებას გერმანელი, ვისაც გამოკვეთილ თავდამსხმელად დიდი ხანია, აღარ უთამაშია. ახალ რეალობას ჯერ არც ოლივიე ჟირუა მორგებული. მასაც ერთიორად მეტი მონდომება მართებს, რომ მასზე გაცემული ავანსი გაამართლოს.

როჯერსის კატასტროფა
"ლივერპულის" ექსმწვრთნელმა სტივ კლარკმა ყოფილი გუნდის დამარცხება იოლად შეძლო. სხვა თუ არაფერი, მან შეგირდების ავანჩავანი სხვებზე უკეთ იცის და რასაკვირველია, ეს ცოდნა თავისდა სასარგებლოდ გამოიყენა.

მატჩის პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - ლაიამ რიჯუელმა კარს მცირედით ააცილა.

პირველი ტაიმის ბოლომდე ინიციატივას "ლივერპული" ფლობდა, მაგრამ მატჩის პირველი გოლი მაინც პეპე რეინას კარში გავიდა. მარტინ შკრტელმა კუთხურის მერე ბურთი ცუდად გამოიტანა. ის ზოლტან გერას მიუვიდა, ვინც საჯარიმოს გარედან უმძლავრესი დარტყმით ესპანელს შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლი მე-60 წუთზე უნდა გასულიყო. სტუმართა დაცვა კონტრშეტევისას ჩავარდა. დანიელ აგერმა შეინ ლონგთან ორთაბრძოლისას წესი დაარღვია, რისთვისაც არბიტრმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. დაზარალებულმა თავად გადაწყვიტა დარტყმა, მაგრამ რეინამ აუღო.

იმავე ლონგმა რამდენიმე წუთში მეორე პენალტი მოიპოვა. ამჯერად დარტყმა თავის თავზე პიტერ ოდემვინგემ აიღო და აუღელვებლად გაიტანა.

77-ე წუთზე მატჩს წერტილი დაესვა. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებას იდეალურ პოზიციაზე დახვდა შეცვლაზე შესული რომელუ ლუკაკუ. 19 წლის ბელგიელს ახლოდან გატანა აღარ გასჭირვებია.

რა ეშველება "ლივერპულს"? ეს კითხვა დიდი ხანია ისმება და მასზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.

ორი ხუთიანი
საფეხბურთო ექსპერტები "ნორვიჩს" ლამის ერთხმად აცხადებენ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ უმთავრეს აუტსაიდერად. მარტინ იოლის გუნდს კი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას უწინასწარმეტყველებენ.

პოლ ლამბერტის გუნდმა "გაამართლა" მასზე გაცემული ავანსი და ისე ითამაშა, როგორც აუტსაიდერს სჩვევია - ძალიან ცუდად. მასპინძელთაგან ორი გოლი დებიუტანტმა მლადენ პეტრიჩმა გაიტანა და დაამტკიცა, რომ ენდი ჯონდონის შემცვლელად ჰოლანდიელმა მწვრთნელმა კარგი ფეხბურთელი მოიყვანა.

პრემიერლიგის კლუბებს შორის "ქუინზ პარკი" ყველაზე აქტიური იყო სატრანსფერო ბაზარზე. გუნდს ეს ნამდვილად ეტყობა. დიახ, არაფერი შეგვშლია. მართალია, მარკ ჰიუზის გუნდი ამაზრზენი იყო, მაგრამ ეს ყველაზე მეტად სწორედ ფეხბურთელთა შეუთამაშებლობის ბრალი გვგონია.

დარწმუნებულები ვართ, რომ უელსელის შეგირდები სეზონის განმავლობაში აუცილებლად მოუმატებენ.

სერია გრძელდება
ორიოდე სიტყვით პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ვესტ ჰემზეც" უნდა ვთქვათ. "ჩაქუჩებმა" 2012 წელს ჩემპიონშიპი ისე განვლეს, რომ ერთხელაც არ დამარცხებულან.

"ჩაქუჩებმა" შინ ამჯერადაც კარგად ითამაშეს და მეტოქეს მინიმალური უპირატესობით სძლიეს.

უცნაური ჩელსი
როცა "ბარსელონასა" და "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში გუნდი მეორე ნომრად ცდილობს თამაშს, სრულიად გასაგებია, მაგრამ ძალიან უცნაური გვგონია, როცა გუნდს საოცარი შემტევი პოტენციალი აქვს და თავისზე ბევრად სუსტ მეტოქესთანაც კი მხოლოდ კონტრშეტევების იმედად გამოდის მოედანზე.

ცხადია, რომ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა... არა, არაფერი, ჩვენ, უბრალოდ, გვეუცნაურა.

რობერტო დი მატეოს შეგირდებმა მატჩის ბედი დებიუტშივე გადაწყვიტეს - ჯერ იყო და, ბრანისლავ ივანოვიჩი აღმოჩნდა თავდამსხმელის ადგილას; მერე უკვე საჯარიმოში ედენ აზარს გაუმკლავდნენ აკრძალული წესებით და პენალტი ფრენკ ლემპარდმა გაიტანა.

ჩემპიონის დეჟავუ
ჩემპიონმა "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის დებიუტანტ "საუთჰემპტონს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

2011/12 წლების სეზონის 38-ე ტური გაგვახსენდა და აი, რატომ - 1:0, 1:1, 1:2, 2:2 და ბოლოს 3:2, სწორედ ასე მიმდინარეობდა "ქუინზ პარკთან" მატჩიც.

იყო ერთი დამთხვევაც - მასპინძელთაგან მეორე გოლი მაშინაც ედინ ჯეკომ გაიტანა. ოღონდ იყო სხვაობაც - "სიტის" მატჩის ბედის გადაწყვეტა ბოლო წამებზე არ დასჭირვებია.

მოკლედ, "სიტი" საქმეში ჩაერთო და მისი გაჩერება რამდენად მოხერხდება, ამას მოგვიანებით ვნახავთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. I ტური
არსენალი-სანდერლენდი 0:0
არსენალი (4-3-2-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი, გიბსი - დიაბი (რემსი 69), არტეტა, კასორლა - უოლკოტი (არშავინი 77), ჟერვინიო - პოდოლსკი (ჟირუ 64).
სანდერლენდი (4-5-1): მინიოლე - კ. გარდნერი, კუეალიარი, ო’ში, რიჩარდსონი - ფ. კემპბელი (ელ-მოჰამადი 69), ლარსონი (მეილერი 79), ლ. კატერმოული, კოლბეკი, მაკლინი - სესინიონი (საა 64).
კარში დარტყმა: 15-4(4-3), კუთხური: 7-0, ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 60 078

ფულჰემი-ნორვიჩი 5:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - რიტერი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე - დაფი (კასამი 74), დიარა, დემბელე, კაჩანიკლიჩი - რუისი (სიდუელი 81), პეტრიჩი (როდალიეგა 68)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ბ. ბენეტი, ტერნერი, ტირნი - პიკლინგტონი, დოუსონი, ბ. ჯონსონი, სარმანი (მორისონი 46) - სნოდგრასი (ე. ბენეტი 56), ჰოლტი (ჰულაჰანი 77)
გოლები: 1:0 დაფი (26), 2:0 პეტრიჩი (41), 3:0 პეტრიჩი (54), 4:0 კაჩანიკლიჩი (66), 5:0 სიდუელი (87-პენ)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 7-3(6-1), კუთხური: 6-3, ჯარიმა: 8-7, თამაშგარე: 2:1 ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 25 062

ქუინზ პარკი-სუონსი 0:5
ქუინზ პარკი (4-4-1-1): გრინი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ჰილი (რაიტ-ფილიპსი 64), ფაბიო - მაკი, პარკი, დიაკიტე (დერი 86), ჰოილეტი - ტაარაბტი - სისე (ე. ჯონსონი 78)
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ნ. ტეილორი - დე გუზმანი (აგუსტინი 70), მიჩუ (მიჩუ 84), ბრიტონი - ნ. დაიერი (სინკლერი 77), გრემი, რუტლეჯი
გოლები: 0:1 მიჩუ (8), 0:2 მიჩუ (53), 0:3 ნ. დაიერი (63), 0:4 ნ. დაიერი (71), 0:5 სინკლერი (81)
გაფრთხილება: დიაკიტე, ფაბიო - დე გუზმანი, რანხელი
კარში დარტყმა: 12-13(4-10), კუთხური: 5-3, ჯარიმა: 13-15, თამაშგარე: 0:1 ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 18 072

რედინგი-სტოკ სიტი 1:1
რედინგი (4-4-2): ფედერიჩი - განტერი, გორკსი, პირსი, ჰარტი - მაკანუფი, ლიგერტვუდი, რობსონ-კანუ (მაკლირი 67) - პოგრებნიაკი (ჰანტი 77), ლე ფონდრე
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, მ. უილსონი - კაიტლი (ჯერომი 75), უაიტჰედი, უელანი (პალასიოსი 85), ეთერინგტონი (დელაპი 80) - უოლტერსი, კრაუჩი
გოლები: 0:1 კაიტლი (34), 1:1 ლე ფონდრე (90-პენ)
გაფრთხილება: გორკსი, ლიგერტვუდი - უაიტჰედი, შოუკროსი, ბეგოვიჩი,
გაძევება: - უაიტჰედი (90)
კარში დარტყმა: 7-6(3-3), კუთხური: 4-3, ჯარიმა: 11-17, თამაშგარე: 2:0 ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 23 973

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 3:0
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი - რიდი, მაკოლი, რიჯუელი, ოლსონი - მორისონი (ბრანტი 81), იაკობი, მულუმბუ - ოდემვინგე, ლონგი (ლონგი 68), გერა (ფორჩუნი 68)
ლივერპული (4-5-1): რეინა - კელი, შკრტელი, აგერი, გ. ჯონსონი - ალენი, ჯერარდი, ლუკასი (ჯ. კოული 69 - კეროლი 79) - დაუნინგი (კარაგერი 60), სუარესი, ბორინი
გოლები: 1:0 გერა (43), 2:0 ოდემვინგე (64-პენ), 3:0 ლუკაკუ (77)
მე-60 წუთზე რეინამ პენალტი აუღო ლონგს
გაფრთხილება: ფორჩუნი - გ. ჯონსონი, სუარესი, ლუკასი, კეროლი
გაძევება: - აგერი (59)
კარში დარტყმა: 10-9(5-2), კუთხური: 7-3, ჯარიმა: 12-9, თამაშგარე: 2:4 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 039

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 1:0
ვესტ ჰემი (4-3-2-1): იასკელაინენი - დემელი, რიდი, კოლინზი, მაკარტნი (ო’ბრაიენი 71) - ნოუბლი, დიამე, ნოლანი (ტომკინსი 73) - ვას ტე, კ. კოული (მაიგა 81) - მ. ტეილორი
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, კლარკი - ნ’ზოგბია (გ. გარდნერი 73), ელ-აჰმადი, დელფი (დელფი 77), ჰოლმანი (ვაიმანი 61) - აირლანდი, ბენტი
გოლი: 1:0 ნოლანი (40)
გაფრთხილება: - კლარკი
კარში დარტყმა: 6-7(2-1), კუთხური: 6-4, ჯარიმა: 15-8, თამაშგარე: 0:2 ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 34 172

ნიუკასლი-ტოტენჰემი 2:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, ს. ტეილორი, პერჩი, სანტონი - ბენ არფა, კაბაი (ანიტა 71), ტიოტე, ხონასი - სისე, ბა (ობერტანი 85)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, კაბული, ასუ-ეკოტო - სანდრო (კეინი 85), ჯ. ლივერმორი, ლენონი, სიგურდსონი (ვან დერ ვაარტი 68), ბეილი - დეფო
გოლები: 1:0 ბა (55), 1:1 დეფო (76), 2:1 ბენ არფა (80-პენ)
გაფრთხილება: სიმპსონი, კაბაი - ჯ. ლივერმორი, სანდრო
კარში დარტყმა: 5-10(3-6), კუთხური: 3-5, ჯარიმა: 13-8, თამაშგარე: 3:2 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 52 385

უიგანი-ჩელსი 0:2
უიგანი (3-4-3): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ალკარასი - ფიგეროა, მაკარტი, მაკარტური (უოტსონი 80), ბოისი - მოზესი, დი სანტო (კონე 67), მელონი (გომესი 49)
ჩელსი (4-5-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ე. კოული - მიკელი, ლემპარდი - აზარი (ოსკარი 64), მატა (მეირელეში 83), ბერტრანი - ტორესი
გოლები: 0:1 ივანოვიჩი (2), 0:2 ლემპარდი (7-პენ)
გაფრთხილება: კოლდუელი, მაკარტური - ლუისი, ლემპარდი
კარში დარტყმა: 14-5(5-3), კუთხური: 7-1, ჯარიმა: 17-11, თამაშგარე: 0:2 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 19 738

მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი 3:2
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - კლიში, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - ნასრი, ი. ტურე, როდუელი, დ. სილვა (ბალოტელი 72) - ტევესი (კოლაროვი 87), აგუერო (ჯეკო 14)
საუთჰემპტონი (4-3-3): კ. დევისი - კლაინი, ფონტე, ჰოიველდი, ფოქსი - ვორდ-პრაუსი (ს. დევისი 65), შნაიდერლენი, ლალანა - დო პრადო, პანჩეონი (შარპი 86), როდრიგესი (ლამბერტი 56)
გოლები: 1:0 ტევესი (40), 1:1 ლამბერტი (59), 1:2 ს. დევისი (68), 2:2 ჯეკო (72), 3:2 ნასრი (80)
მე-7 წუთზე დავიდ სილვამ ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: ნასრი - ფოქსი, შნაიდერლენი
კარში დარტყმა: 15-5(11-2), კუთხური: 7-3, ჯარიმა: 5-6, თამაშგარე: 1:1 ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 46 186

20.08. 23:00 სთ.
ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლევან ცოტა მეტი პროფესიონალიზმი რა!
"ჩაქუჩები" არ დამარცხებულან?პოლ ლამბერტი ნორვიჩის მწვრთნელია?
alex
21:18 20-08-2012
0

სიახლეები პოპულარული