სტუმრების ნახევარმცველი ანდერსონი მოედანზე მეორე ტაიმში გამოდიოდა. გულშემატკივრებმა შენიშნეს, რომ მაისურზე გვარი შეცდომით, ანდესრონად იყო მითითებული.
ფორუმებზე გუნდის გულშემატკივრები აქტიურად ხუმრობენ, რომ ეს კიდევ ერთი ახალწვეულია. თუმცა ეს მანჩესტერელების ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოთამაშეს მაისურზე გვარი არასწორად ეწერა.
1997 წელს ქვეყნის სუპერთასის მატჩში გუნდის ლიდერი დავიდ ბექჰემი ბექემი გახდა, მეკარე ტომაშ კუშჩაკი კი 2006 წელს "ქრიუსთან" ინგლისის თასის მატჩში ჟუშჩაკად გადაიქცა.