აზარი "უიგანთან" მატჩში ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა და საკუთარ გუნდს ანგარიშით 2:0 მოაგებინა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ახალგაზრდა ბელგიელი ფეხბურთელი "ლურჯების" ლეგენდას, ჯანფრანკო ძოლას შეადარეს. ძოლას გვერდით თავის დროზე თავად დი მატეოს უთამაშია.
"ფეხბურთელების შედარება ძნელია. ჯანფრანკო გამორჩეული ნიჭის პატრონი იყო. მას მხატვარს შევადარებდი.
რაც შეეხება ედენს, მას შეუძლია მხატვარი გახდეს, თუმცა, ერთი მატჩიდან გამომდინარე, რამის თქმა ნაადრევია.
აზარს წარმატებული დებიუტი ჰქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხვედრაა 38
მომზადებულია Agence France Presse-ის მიხედვით