ანდრე ვილაშ-ბოაში: ახალ შენაძენებს ელოდეთ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

"გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად ახალი ვარიანტების ძებნას ვაგრძელებთ. დიახ, აგვისტოს ბოლომდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ ამ დროს სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობაა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვილაშ-ბოაშმა "ვესტ ბრომვიჩთან" (1:1) ფრედ დასრულებული მატჩის შესახებაც ისაუბრა:

"ქულების დაკარგავსთან შეგუება რთულია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შენი გუნდი იგებს, მაგრამ ბოლო წუთებში გოლს უშვებს. მომავალში კონცენტრაცია საფინალო სასტვენამდე უნდა შევინარჩუნოთ.

ამავე დროს, ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველი ტაიმი
შესანიშნავად ჩავატარეთ და ვგრძნობ, რომ სწორ გზას ვადგავართ. კარგად ვთამაშობთ, შედეგები კი მოვა".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული