კარლოს ტევესი: "მანჩესტერ სიტიში" კიდევ დიდხანს ვიქნები

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა კარლოს ტევესმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტიში" დარჩენას დიდი ხანი ვაპირებ. ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია, ამიტომ პრობლემები არ მაქვს.

კლუბთან კიდევ ორი წელი მაკავშირებს, თუმცა შესაძლოა, აქ უფრო დიდხანს დავრჩე.

რაც შეეხება მანჩინისთან კონფლიქტს, ყველაფერი დასრულებულია. პრობლემა მოგვარებულია და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას", - თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მეორე ტურში "ლივერპულსა" და "სიტის" შორის მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისის პრემიერლიგა. II ტური: მძიმე სანახაობა "ოლდ ტრეფორდზე"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული