დუგლას მაიკონი "მანჩესტერ სიტიში" გადავა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი თავის ამჟამინდელ კლუბს დატოვებს.

მარჯვენა მცველი კარიერას ინგლისის ჩემპიონის, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში გააგრძელებს. მხარეებმა მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დაიწყეს და საერთო ენა მალევე გამონახეს.

"ინტერი" მაიკონის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხას "ეტიჰად სტედიუმზე" ბრაზილიელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში სხვადასხვა ბონუსი დაემატება.

ფეხბურთელი "ქალაქელებთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული