პრემიერლიგა. III ტური: რობინ ვან პერსიმ ფრთები გამოისხა

AutoSharing Option
უცნაური გოლები
სულაც არ გაგვკვირვებია, როცა "მანჩესტერ სიტიმ" "ქუინზ პარკთან" კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მასპინძლებს 5-6 ბურთის სხვაობით შეეძლოთ მოგება, მაგრამ შეტევაში ხან სინქრონული მოქმედება არ ჰყოფნიდათ, ხან ხარიხას ურტყამდნენ და ხან კიდევ მცველები თამაშობდნენ თავგანწირულად.

პირველად იაია ტურეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ რობერტ გრინს თანაგუნდელები მიეშველნენ. ჯერ ხაზიდან გამოიტანეს ბურთი, მერე დამატებულზეც გადაეფარნენ. ზუსტად იმავე სიტუაციაში ორიოდე წუთის შემდეგ ივუარელი ნახევარმცველი უკვე ზუსტი იყო - 10 მეტრიდან მის ძლიერ დარტყმას ვეღარავინ აღუდგა წინ - 1:0.

"ქალაქელთა" უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ, მაგრამ ანგარიში მაინც გათანაბრდა. ეს მეორე ტაიმში მოხდა. ენდი ჯონსონმა ბევრი იბრძოლა, ბურთი მოიპოვა და საჯარიმოს მიუახლოვდა თუ არა, დასცხო - ჯო ჰარტი დარტყმას გაჭირვებით გაუმკლავდა, მაგრამ ბობი ზამორამ 2-3 მეტრიდან თავით დაამატა - 1:1.

სტუმართა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 2 წუთში კარლოს ტევესმა ბურთი მინდორზე გაჭირვებით შეაბრუნა. შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელმა ედინ ჯეკოს თავში მოარტყა. იქნებ ბოსნიელი პასს ელოდა კიდეც, მაგრამ ცოტა უცნაური სანახავი კი გამოდგა - 2:1.

თამაშის დასრულებას აღარაფერი უკლდა, როცა ახლა უკვე ჯეკომ მოარტყა თამაშგარეს ზღვარზე მდგომ ტევესს ფეხებში. ბურთმა მიმართულება იცვალა და კარში შეგორდა - 3:1.

მონატრებული სამი ქულა
"ტოტენჰემმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო. არადა, რა ახლოს იდგა სამ ქულასთან.

თამაში ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ აუტსაიდერად მიჩნეული "ნორვიჩი" ბრედ ფრიდელის კართან მომენტს მომენტზე ქმნიდა. საჯარიმოს შემდეგ სტუმრებმა ხარიხასაც გაარტყეს. სხვა შემთხვევებში კი ამერიკელი მეკარე, შეიძლებოდა თუ არა, ყველაფერს იღებდა.

დროდადრო სახიფათო მომენტები ჯონ რადის კართანაც იქმნებოდა.

"დეზებმა" ანგარიში ლამაზი გოლით გახსნეს. შეცვლაზე შესულმა მუსა დემბელემ საჯარიმოს მისადგომებთან ჯონათან ჰოუსონს თავბრუ დაახვია და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. რადი აშკარად შეცდა - 1:0.

85-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ ნორვიჩელმა რასელ მარტინმა ბურთი საჯარიმოში შეაბრუნა. გრანტ ჰოლტმა მეორე სართულზე ბრძოლა ტომას ჰადლსტოუნს მოუგო და რობერტ სნოდგრასს დაუგდო. შოტლანდიელმა ისარგებლა, რომ დარტყმაში ხელს არავინ უშლიდა - 1:1.

ჰადლსტოუნმა ზუსტად 3 წუთში თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა. არბიტრმა მარკ ჰალსიმ მას ჰოუსონის წინააღმდეგ უხეში თამაში არ აპატია. ტომასი მეტოქეს გაშლილი ფეხებით ეკვეთა. ცხადია, 10-კაციანი "ტოტენჰემი" დარჩენილ წუთებში ბევრს ვერაფერს მოახერხებდა.

შედეგიანი დებიუტი
ლონდონური დერბი იმითი იყო საინტერესო, რომ ორივე გუნდში ვარსკვლავის სტატუსის მქონე თავდამსხმელების დებიუტს ველოდით.

"ჩაქუჩებმა" "ლივერპულიდან" ერთი წლით ენდი კეროლი ინათხოვრეს, ხოლო "ფულჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დიმიტარ ბერბატოვი იყიდა.

კეროლს დიდებული სტარტი გამოუვიდა. მან მატჩის დებიუტშივე დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში არ დავიწყებია - მეორე სართულზე მოიგო ბრძოლა და მეკარესთან პირისპირ დატოვა რიკარდო ვას ტე და კევინ ნოლანი. უკანასკნელებმა მარკ შვარცერს შანსი აღარ დაუტოვეს.

29-ე წუთზე უინსტონ რიდმა კუთხურის გათამაშების შემდეგ თავისი გუნდის უპირატესობა თავურით ორამდე გაზარდა - 2:0.

41-ეზე ისევ კეროლის დახმარება გახდა საჭირო. საჯარიმოს გათამაშების შემდეგ სტუმარმა მცველებმა მას საჭიროზე მეტი ყურადღება დაუთმეს. გაჩენილი თავისუფალი სივრცით მეტ ტეილორმა ისარგებლა და მძლავრი დარტყმით ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

მეორე ტაიმში "ვესტ ჰემმა" კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ავად თუ კარგად, შვარცერი ყველაფერს აუვიდა.

სუონსი და სხვები
"ვულვზიდან" 14 მილიონად ნაყიდმა სტივენ ფლეტჩერმა სადებიუტო შეხვედრაში "სუონსის" დუბლი შეუსრულა და სკეპტიკოსები, რომლებიც შოტლანდიელში ამხელა თანხის გადახდას სიგიჟეს უწოდებდნენ, ცოტა ხნით მაინც გააჩუმა.

"გედები" ისევ ახალგამომცხვარმა ლიდერმა მიგელ მიჩუმ იხსნა.

"ვესტ ბრომვიჩს" "ჰოუტორნსზე" მეორე ლივერპულური კლუბი ეწვია და ისიც დამარცხდა. არადა, თამაშის დაწყებამდე ყველა "ევერტონისა" და მისი ლიდერის, მარუან ფელაინის ბრწყინვალე ფორმაზე წერდა.

პირველი რეალური მომენტი მასპინძელ შეინ ლონგს შეექმნა, თუმცა მისი თავური ხარიხას მოხვდა. შემდეგ ფელაინისა და ნიკიცა იელავიჩს შეეძლოთ თავის გამოჩენა. ევერტონელთა დარტყმებს ბენ ფოსტერი იოლად გაუმკლავდა. აუცილებლად უნდა გაეტანა ჯეიმს მორისონს, მაგრამ მან ინდივიდუალურად გადაწყვიტა შეტევისთვის წერტილის დასმა და ტიმ ჰოვარდს ვერ აჯობა.

65-ე წუთზე ანგარიში უმარტივესი სამსვლიანი კომბინაციით გაიხსნა: რიჯუელმა ოდემვინგე მონახა, უკანასკნელმა კი ლონგს მეკარისგან 3-4 მეტრში მყოფს მიაწოდა გრძელი გამჭოლი გადაცემა. უკანასკნელის დარტყმაზე ჰოვარდმა რეაქციაც ვერ მოასწრო.

82-ე წუთზე გარეთ მაკოლიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. ამ მომენტში უხეშად შეცდა ამერიკელი ტიმ ჰოვარდი.

მშვიდი არსენალი
"არსენალმა" "ლივერპულთან" მოახერხა ის, რაც წინა ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ვერ შეძლო - "ენფილდზე" ის თამაში ითამაშა, რაც თავად ყველაზე მეტად აძლევდა ხელს.

ძალიან სუსტად გამოიყურებოდა მერსისაიდელთა ნახევარდაცვა. "მეთოფეები" მთელი თამაშის განმავლობაში იოლად ახერხებდნენ ბურთის ცენტრში მიღებასა და კომბინაციების გათამაშებას.

დიდებულად გამოიყურებოდა აბუ დიაბი. წინა ტურების მსგავსად, ძალიან კარგი იყო სანტი კასორლაც, ვინც "არსენალის" შეტევებს გამოცდილი დირიჟორივით ხელმძღვანელობდა. სწორედ მან მისცა დიდებული პასი ლუკას პოდოლსკის პირველი გოლისას.

გერმანელმა ესპანელს მეორე ტაიმში ვალი დაუბრუნა. ამ შემთხვევაში პეპე რეინას შეცდომა უნდა აღვნიშნოთ, ვისაც ბურთი ხელებს შორის გაუძვრა.

დიდი ჰოლანდიელი
რობინ ვან პერსიმ "იუნაიტედის" რიგებში პირველ ტურში შეცვლაზე შესულმა სუსტად ითამაშა და ექსპერტებისგან სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა. მას მერე ჰოლანდიელი გარდაისახა.

"ფულჰემთან" 29 წლის თავდამსხმელმა ერთი გოლი შეაგდო. "საუთჰემპტონთან" კი ფრთები გამოისხა და პირველი ჰეთ თრიკიც მიითვალა.

როგორი სათქმელია, "ეშმაკებს" უეინ რუნის არყოფნა არ ეტყობათო - ეს სიტყვები სიმართლისგან არც ისე შორსაა.

ინგლისი. პრემიერლიგა III ტური
ვესტ ჰემი-ფულჰემი 3:0
ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი - დემელი (ჰოლი 78), რიდი, კოლინზი (ტომკინსი 67), ო’ბრაიენი - დიამე, ნოუბლი, ნოლანი - ვას ტე, კეროლი (კ. კოული 68), მ. ტეილორი
ფულჰემი (4-3-3): შვარცერი - რიტერი, ე. ჰიუზი, ჰანგელანდი, რიისე - სიდუელი, დიარა, რიჩარდსონი (კაჩანიკლიჩი 59) - დაფი, პეტრიჩი (ბერბატოვი 46), როდალიეგა.
გოლები: 1:0 ნოლანი (1), 2:0 რიდი (29), 3:0 მ. ტეილორი (41)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 11-11(6-8), კუთხური: 6-6, ჯარიმა: 12-5, თამაშგარე: 1:2, ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 33 458

სუონსი-სანდერლენდი 2:2
სუონსი (4-5-1): ვორმი - რანხელი, ჩიკო, უილიამსი, ნ. ტეილორი (ნ. ტეილორი 20) - ნ. დაიერი, ბრიტონი, მიჩუ (კი 78), დე გუზმანი - რუტლეჯი (ტეიტი 73)
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - კ. გარდნერი, კუეალიარი, ოში, კოლბეკი - ა. ჯონსონი, ლ. კატერმოული (მეილერი 38), ლარსონი, მაკლინი - სესინიონი (ფ. კემპბელი 84), ს. ფლეტჩერი (საა 67)
გოლები: 0:1 ს. ფლეტჩერი (41), 1:1 რუტლეჯი (45), 1:2 ს. ფლეტჩერი (45+5), 2:2 მიჩუ (66)
გაფრთხილება: უილიამსი - გარდნერი
გაძევება: ჩიკო (71) -
კარში დარტყმა: 10-3(6-2), კუთხური: 8-0, ჯარიმა: 13-8, თამაშგარე: 0:0, ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 20 350

ტოტენჰემი-ნორვიჩი 1:1
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, გალასი, ვერტონგენი, ასუ-ეკოტო - ჯ. ლივერმორი, სანდრო (დემბელე 46) - ლენონი, სიგურდსონი (ადებაიორი 56), ბეილი - დეფო (ჰადლსტოუნი 81)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - რ. მარტინი, ბასონგი, ბარნეტი, გარიდო - სნოდგრასი, ჰოუსონი, ბ. ჯონსონი, პიკლინგტონი - ჰოლტი, ჯექსონი (მორისონი 73)
გოლები: 1:0 დემბელე (69), სნოდგრასი (85)
გაფრთხილება: ბეილი
გაძევება: ჰალლსტოუნი (89) -
კარში დარტყმა: 12-11(6-5), კუთხური: 4-2, ჯარიმა: 7-10, თამაშგარე: 4:1, ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 36 142

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 2:0
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - რიდი (ბ. ჯონსონი 53), მაკოლი, ი. ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ - დორანსი (ოდემვინგე 58), მორისონი, ფორჩუნი - ლონგი (ბრანტი 75)
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ნევილი (ანიჩებე 73), იაგიელკა, დისტენი, ბეინსი - ს. ნეისმიტი (მირალიაში 62), ოსმანი, გიბსონი (ჰიბერტი 19), პიენაარი - ფელაინი - იელავიჩი
გოლები: 1:0 (65), 2:0 მაკოლი (82)
გაფრთხილება: რიდი - ჰიბერტი, დისტენი, ნევილი, ფელაინი
კარში დარტყმა: 12-7(6-2), კუთხური: 6-3, ჯარიმა: 13-16, თამაშგარე: 4:1, ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 25 383

უიგანი-სტოკ სიტი 2:2
უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - რამისი, კოლდუელი, ფიგეროა, ბოისი - მაკარტური (უოტსონი 77), მაკარტი, ბოსეჟური (დ. ჯოუნსი 29), ა. კონე - დი სანტო (მიაიჩი 80), მელონი
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (ადამი 36), ჰუთი, შოუკროსი, მ. უილსონი - უელანი, კემერონი, უაიტჰედი, კაიტლი (ჯერომი 75) - კრაუჩი, უოლტერსი
გოლები: 1:0 მელონი (5-პენ), 1:1 უოლტერსი (40-პენ), 2:1 დი სანტო (49), 2:2 კრაუჩი (76)
გაფრთხილება: მაკარტური - უაიტჰედი, უილსონი
კარში დარტყმა: 7-12(4-6), კუთხური: 2-1, ჯარიმა: 15-11, თამაშგარე: 0:2, ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 16 247

სიტი-ქუინზ პარკი 3:1
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა (კ. ტურე 74), კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - ი. ტურე, როდუელი - სილვა (მილნერი 81), ტევესი, ნასრი (რაზაკი 89) - ჯეკო
ქუინზ პარკი (4-5-1): გრინი - ბოსინგვა, ა. ფერდინანდი (ონუოჰა 67), ნელსენი, ფაბიო - რაიტ-ფილიპსი, გრანერო (ჯ. სისე 85), ფორლინი (კ. დაიერი 72), ჟ.ს. პარკი - ე. ჯონსონი, ზამორა
გოლები: 1:0 ი. ტურე (16), 1:1 ზამორა (59), 2:1 ჯეკო (61), 3:1 ტევესი (90+2)
გაფრთხილება: კოლაროვი, როდუელი - ზამორა
კარში დარტყმა: 11-7(7-4), კუთხური: 8-3, ჯარიმა: 14-3, თამაშგარე: 3:0, ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 45 579

ლივერპული-არსენალი 0:2
ლივერპული (4-3-3): რეინა - ხ. ენრიკე, აგერი, შკრტელი, ჯონსონი - შაჰინი (შელვი 67), ჯერარდი, ალენი - სტერლინგი, სუარესი, ბორინი (დაუნინგი 54)
არსენალი (4-5-1): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმალენი (კოშელნი 90), გიბსი - დიაბი, კასორლა, არტეტა - პოდოლსკი (ანდრე სანტოსი 82), ჟირუ, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (რემსი 73)
გოლები: 0:1 პოდოლსკი (31), 0:2 კასორლა (68)
გაფრთხილება: შკრტელი, შელვი - მერტეზაკერი, არტეტა
კარში დარტყმა: 13-9(4-5), კუთხური: 10-2, ჯარიმა: 12-6, თამაშგარე: 3:1, ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 44 982

ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სანტონი, კოლოჩინი, ტეილორი, სიმპსონი (ბირირიმანა 38) - ხონასი (მარვო 86), ანიტა, კაბაი, ბენ არფა - ბა (ობერტანი 86), სისე
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ლოუტონი, ვლაარი, კლარკი, ლიშაი - ბენანი, ელ-აჰმადი (ნ’ზოგბია 73) - ვაიმანი (აგბინლაჰორი 64), აირლანდი, ჰოლმენი - ბენტი
გოლები: 0:1 კლარკი (22), 1:1 ბენ არფა (59)
გაფრთხილება: ხონასი - ელ-აჰმადი, ლიშაი, გუზანი, ჰოლმენი
კარში დარტყმა: 15-9(5-5), კუთხური: 10-6, ჯარიმა: 6-21, თამაშგარე: 3:0, ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 48 425

საუთჰემპტონი-იუნაიტედი 2:3
საუთჰემპტონი (4-3-2-1): კ. დევისი - ფოქსი, ჰოიველდი, ფონტე, კლაინი - ს. დევისი, შნაიდერლინი, წორდ-პრაუსი - ლალანა (როდრიგესი 79), პანჩეონი (მაუკა 74) - ლამბერტი (დო პრადო 75)
იუნაიტედი (4-2-3-1): ლინდეგორი - რაფაელი, ვიდიჩი, რ. ფერდინანდი, ევრა - კერიკი, კლევერლი (სქოულზი 61) - ვალენსია, კაგავა (ნანი 61), უელბეკი (ერნანდესი 72) - ვან პერსი
გოლები: 1:0 ლამბერტი (16), 1:1 ვან პერსი (23), 2:1 შნაიდერლინი (55), 2:2 ვან პერსი (87), 2:3 ვან პერსი (90+1)
გაფრთხილება: ჰოიველდი
კარში დარტყმა: 11-15(4-7), კუთხური: 4-7, ჯარიმა: 7-5, თამაშგარე: 2:1, ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 31 609

გუნდი წ  
1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9
2. სუონსი 3 2 1 0 10-2 7
3. ვესტ ბრომვიჩი 3 2 1 0 6-1 7
4. სიტი 3 2 1 0 8-5 7
5. იუნაიტედი 3 2 0 1 6-5 6
6. ევერტონი 3 2 0 1 4-3 6
7. ვესტ ჰემი 3 2 0 1 4-3 6
8. არსენალი 3 1 2 0 2-0 5
9. უიგანი 3 1 1 1 4-4 4
10. ნიუკასლი 3 1 1 1 3-4 4
11. ფულჰემი 3 1 0 2 7-6 3
12. სტოკი
3 0 3 0 3-3 3
13. სანდერლენდი 2 0 2 0 2-2 2
14. ტოტენჰემი 3 0 2 1 3-4 2
15. ნორვიჩი 3 0 2 1 2-7 2
16. რედინგი 2 0 1 1 3-5 1
17. ასტონ ვილა 3 0 1 2 2-5 1
18. ლივერპული 3 0 1 2 2-7 1
19. ქუინზ პარკი 3 0 1 2 2-9 1
20. საუთჰემპტონი 3 0 2 3 4-8 0

ბომბარდირები
4 მიგელ მიჩუ (სუონსი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 3 - კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
15 სექტემბერი: ნორვიჩი-ვესტ ჰემი, არსენალი-საუთჰემპტონი, ასტონ ვილა-სუონსი, ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-უიგანი, ქუინზ პარკი-ჩელსი, სტოკი-მანჩესტერ სიტი, სანდერლენდი-ლივერპული
16 სექტემბერი: რედინგი-ტოტენჰემი
17 სექტემბერი: ევერტონი-ნიუკასლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული