"გამოჯანმრთელების პერიოდი კარგად მიდის. ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული - როცა ისინი მეტყვიან, რომ მზად ვარ, მაშინ გავალ მოედანზე.
არ მინდა, ვიჩქარო. მკურნალობის სრული კურსი უნდა გავიარო, რომ პირველ შეხვედრაში არ დამემართოს რამე.
ამჟამად თავს ნორმალურად ვგრძნობ. სავარაუდოდ, 4 მატჩს გამოვტოვებ და სექტემბრის ბოლოსთვის დავბრუნდები", - აღნიშნა რუნიმ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის მეორე ტურში "ფულჰემთან" (3:2) მატჩის დროს მიიღო.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით